სექტემბერში თბილისში, შესაძლოა, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი ჩამოვიდეს. მასთან ერთად, შესაძლოა, საქართველოს აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯეიმს პერი და მოსკოვის კარნეგის ცენტრის დირექტორი, დიმიტრი ტრენინი ეწვიონ. ამის შესახებ World Leaders Travel იუწყება.
კონდოლიზა რაისის საქართველოში ვიზიტი მსოფლიო ლიდერების მე-5 სიმპოზიუმის ფარგლებში განხორციელდება, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობას საქართველოს, თურქეთის, უკრაინის და აზებაიჯანის ახალგაზრდა ლიდერები მიიღებენ.
აღნიშნული სიმპოზიუმი სექტემბერში გაიმართება. სიმპოზიუმის ფარგლებში დაგეგმილი ლიდერების მოგზაურობა მოსკოვში დაიწყება და სტამბულში დასრულდება.