იტალიის პოლიციამ მაფიოზური დაჯგუფება "ნდრანგეტას" წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჯგუფების 67 წევრი დააკავა. ოპერაციის დროს ამოღებულია 250 მილიონი ევრო. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ყველა დაკავებულს ბრალად გამოძალვა და ნარკოტიკების გაყიდვა ედებათ.
პოლიციამ მაფიის წევრები იტალიის სამხრეთ რაიონში კალაბრიაში, ასევე რომში, ბოლონში, ბრეშში და მილანში აიყვანა.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას პოლიციამ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს "ნდრანგეტას" მაფიოზური დაჯგუფების 300 წევრი დააკავა, რომელთა შორის იყო 80 წლის დომენიკ ოპედიზანო, რომელიც დაჯგუფების მეთაურად ითვლება.
"ნდრანგეტა" მსოფლიოში ერთ-ერთ ყოვლისშემძლე ორგანიზაციად ითვლება. იტალიელი ექსპერტების განაცხადებით, მათ არა მხოლოდ ევროპა, ასევე სამხრეთ ამერიკაც მოიცვეს.