"ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშილი უკრაინის პრეზიდენტის პრეს-მდივნის მიერ იმ წერილის გასაჯაროებას გამოეხმაურა, რომელიც ექს-გუბერნატორმა პრეზიდენტ პოროშენკოს მისწერა. გზავნილში სააკაშვილი აღარებს, რომ ბევრ პოლიტიკურ შეცდომას უშვებს და წერს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებისთვის მზადაა.
წერილის გასაჯაროებას, სააკაშვილი ვერაგობის რეკორდს უწოდებს.
,,ეს წერილი საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ დავწერე, როცა პორიშენკოს სასამართლო მოვუგე და დასავლელ დიპლომატებთან კონსულტაცია გავიარე. მე მათ ვინაობას არ დავასახელებ, რადგანაც პოროშენკოსგან განსხვავებით, საფუძვლიანად ვფლობ დიპლომატიურ ეტიკეტს. სწორდ დიპლომატებთან მსჯელობის შედეგად გადავწყვიტეთ მოლაპარაკების პროცესი დაგვეწყო, რათა პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების გზა გვეპოვა. წერილში პირადული არაფერია. ის ჩემს თავზე არ დამიწერია. დავწერე, თუ როგორ დაგვეღწია თავი შექმნილი სიტუაციიდან და გადავსულიყავით მოლაპარაკებაზე. მასში არაფერია, რისი დამალვაც მე ხალხისთვის მინდოდა. უბრალოდ, არსებობს დიპლომატიური ეტიკეტი, რომელიც მე მისი გამოქვეყნების უფლებას არ მაძლევდა. თქვენ კი მისი გასაჯაროებით დამეხმარეთ და ამით აჩვენეთ, რომ შორსმჭვრეტელები არ ხართ. ახლა მე ღია წერილს გამოვაქვეყნებ, რომელსაც ყველა წაიკითხავს და მასში ყველაფერი ფუნდამენტურად იქნება გაწერილი. ბატონო პრეზიდენტო, ჩემი წერილი იყო ბოლო მცდელობა გადამერჩინეთ თქვენივე ფატალური შეცდომებისგან, მაგრამ ახლა გაცილებით მნიშვნელოვანი უკრაინის დაცვა და გადარჩენაა,"-წერს სააკაშვილი.