ირანული გაზის თურქეთისთვის მიწოდება დროებით გაზსადენის აფეთქების შემდეგ შეჩერდა. ამის შესახებ ""პრესს-ტვ" იუწყება.
აფეთქება თურქეთის ქალაქ დოგუბაიაზიტის სიახლოვეს მოხდა, რომელიც ირანის საზღვართან არის ახლოს.
აფეთქების მიზეზები ამ დროისთვის ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.