კატალონია არჩევნებისთვის ემზადება. წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღეს არჩევნებში მონაწილე პარტიებმა სააგიტაციო მიტინგები გამართეს. სოციოლოგიური გამოკითხვებით, რეგიონის დამოუკიდებლობისა და ესპანეთის შემადგენლობაში დარჩენის მსურველთა რიცხვი პრაქტიკულად თანაბრია. საარჩევნო მარათონის ფავორიტად პარტია „ მოქალაქეების“ ლოდერი- ინეს არიმადისი ითვლება. მეორე აგილზეა კატალონიის ჟენერალიტეტის ყოფილი ლიდერი კარლოს პუჩდემონი. ის ბელგიიდან დაბრუნებას არჩევნების მოგების შემთხვევაში აპირებს. რიგგარეშე არჩევნები კატალონიაში ხვალ გაიმართება.