აშშ-ში ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრის, დავიდ კამერონის პირველი ვიზიტი განხორციელდა. ბრიტანეთის ახლადარჩეულმა პრემიერმა და შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ BP-ზე, მსოფლიო კრიზისზე, ავღანეთის ომსა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე ისაუბრეს. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
"აშშ-სა და დიდ ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს შორის განსაკუთრებული, გულწრეფული ურთიერთობები არსებობს. ჩვენ საერთო ღირებულებები გაგვაჩნია", - განაცხადა ბარაკ ობამამ.
მისივე თქმით, ლიდერებმა მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენები მიმოიხილეს. მათ შორის BP-ის პასუხისმგებლობის საკითხი მექსიკის ყურეში ჩაღვრილი ნავთობის გამო, ირანის წინააღმდეგ ცოტა ხნის წინ შემუშავებული სანქციები, ავღანეთში მიმდინარე ომი და მსოფლიო ფინანსური კრიზისი.