"ახალი ძალების ლიდერის," მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნის განხილვის პროცესი გრძელდება. ამის შესახებ უკრაინის იუსტიციის მინისტრმა პაველ პეტრენკომ განაცხადა.
„ვერ გეტყვით, რით დასრულდება პროცესი, ვინაიდან ამჟამად შესაბამისი იურიდიული პროცედურები ტარდება. შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ ექსტრადიციის მოთხოვნის განხილვის გადადების ყველა შესაძლო ინსტრუმენტი სააკაშვილის ადვოკატებმა უკვე გამოიყენეს“, -წერს პეტრენკო „ტვიტერის“ გვერდზე.