არაბულმა კოალიციამ საუდის არაბეთის მეტაურობით ხუსიტ ამბოხებულთა მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტები მოიგერია. ამის შესახებ ტელეარხი Sky News Arabia იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, Burkan-ის ტიპის რაკეტები ერ-რიადის მიმართულებით იემენის ტერიტორიიდან გაუშვეს. ხუსიტების სამიზნე იამამის სასახლე იყო. ანტისარაკეტო სისტემამ რაკეტები ერ-რიადის სამხრეთ რაიონში გაანეიტრალა.