მსოფლიოში 258 მილიონზე მეტი მიგრანტია. ამის შესახებ გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის მოხსენებაშია ნათქვამი.
კვლევის თანახმად, ყველაზე მეტი მიგრანტი, 49,8 მილიონი ადამიანი შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.
მიგრანტების მნიშვნელოვან ნაწილს რუსეთის, ჩინეთის, ბანგლადეშის, სირიის, პაკისტანისა და უკრაინის მოქალაქეები წარმოადგენენ.