რუსეთმა ტაჯიკეთის არმიის შეიარაღება დაიწყო. სააგენტო „ლენტას“, ინფორმაციით, ტაჯიკეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვისგან 122 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები მიიღო. რუსული მხარის განმარტებით, ტაჯიკეთის არმიის შეიარაღება ავღანეთიდან მომდინარე საფრთხის პრევენციას ისახავს მიზნად.