ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო მოსკვი" ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სანქციები შეეხება როგორ საბანკო სექტორს, ასევე სხვა სტრუქტურებს.
ამასთან, დღეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და თავდაცვის მინისტრი რობერტ გეითსი სამხრეთ კორეელ კოლეგებთან შეხვედრებს გამარტავენ, სადაც შესაძლოა ის სანქციები გახდეს ცნობილი, რომელსაც ჩრდილოეთ კორეას დაუწესდება.