დღეს, ისრაელისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ავიგდორ ლიბერმანი და კონსტანტინ გრიშჩენკო იერუსალიმში ხელს მოაწერენ შეთანხმებას ორ ქვეყნას შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.
ორი ქვეყნის ოფიციალური პირების განმარტებით, საზღვრის გადაკვეთის ახლებური წესი მოქმედებაში ხელმოწერიდან 3 თვის შემდეგ შევა, მანამდე კი ისრაელისა და უკრაინის კანონმდებლებს მოუწევთ ხელშეკრულების რატიფიცირება.
ისრაელის საგრეო უწყებაში იმედევნობენ, რომ კნესეთი ხელშეკრულების რატიფიცირებას უმოკლეს დროში მოახდენს.
თელ-ავივში მიიჩნევენ, რომ სავიზო რეჟიმის შეცვლის შემდეგ უკრაინელ ტურისტებს მნიშვნლოვნად გაუადვილდებათ ისრალეში ჩასვლა. ისრაელში წელიწადში 200 ათასს უკრაინელ ტურისტს ელოდებიან.