ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის საერთაშორისო აეროპორტი გაეროს გენერალური მდივნის, პან გი მუნის თვითმფრინავის დაჯდომამდე რამდენიმე წუთით ადრე, დაუდგენელმა პირებმა დაცხრილეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პან გი მუნის თვითმფრინავს ბაჰრამის სამხედრო აეროდრომზე დაეშვება მოუწია.
როგორც ცნობილია, ავღანეთში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.. რომელიც ამ ქვეყანაში მომხდარ ომს, მის შედეგებსა და მომავალს მიმოიხილავს. ასევე, ავღანეთის ეკონომიკის მშენებლობას, უსაფრთხოების საკითხებსა და ბოევიკების რესოციალიზაციას პროცესს. აღნიშნულ კონფერენციას გაეროს გენერალურ მდივან, პან გი მუნთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან ერთად, 70 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და ოფიციალური პირი ესწრება.
კონფერენცია ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ გახსნა. ავღანეთის პირველმა პირმა განაცხადა, რომ 2014 წლისთვის ქვეყანაზე კონტროლს მთლიანად ავღანელი სამხედროები გადაიბარებენ. სიტყვით გამოსვლისას კარზაიმ საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ქაბულში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.