საბერძნეთში, საკუთარ სახლში ბერძენი ჟურნალისტი, სოკრატის გიოლიასი მოკლეს. პოლიციის განცხადებით, 37 წლის ჟურნალისტს, 15 - ჯერ ესროლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი კორუფციის შესახებ საკუთარი გამოძიების მასალების გამოქვეყნებას გეგმავდა. ამ ეტაპზე, მკვლელობის მოტივი უცნობია. თუმცა არსებობს ვერსია, რომ მის უკან მემარცხენე ექსტრემისტები დგანან.
ცნობისათვის, სოკრატის გიოლიასი ათენის კერძო რადიოსადგურის "ტერმა ეფ-ემის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო. ასევე, პოპულარული ბლოგი "ტროქტიტო" მიჰყავდა.