მინსკმა მოსკოვთან საინფორმაციო ომში ახალი "მოკავშირეები" იპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას "ნიუსრუ" ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, მინსკმა რუსეთს ინფორმაციულ ომში, რომელიც ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ ხორცილდება საპასუხო დარტყმა მიაყენა.
ამჯერად მინსკის ტელეკომპანიები 22 ივლისს, საღამოს ლიტვის პრეზიდენტის ვალდის ზატლერის ინტერვიუს აჩვენებენ. დღეს კი, გაზეთ "რესპუბლიკამ" რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის ანტიპუტინური სტატია გამოაქვეყნა.
რაც შეეხება ლიტვის პრეზიდენტის ინტერვიუს, ზატლერსი "ტელეამბების სააგენტოს" ჟურნალისტის დიმიტრი კოსტინის კითხვებს უპასუხებს.
როგორც სააგენტო "რეგნუმი" წყაროზე დაყრდნობით იუწყება, კოსტინი "დემოკრატიის და სუვერენიტეტის დაცვის პრეზენტაციას მოწყობს "იმპერიული ზრახვების" მქონე ქვეყნისგან, სადაც ნეონაციზმი სახელმწიფო იდეოლოგიაში ქვაკუთხედი გახდა".
წყაროს ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ უახლეს მომავალში რუსეთისადმი კრიტიკულად განწყობილი სხვა ქვეყნების ლიდერების ინტერვიუების გამოჩნდეს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბელორუსიის ტელევიზიებით საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ აჩვენეს.