ქურთმა ბოევიკებმა ექვსი თურქი სამხედრო მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. მათი ინფორმაციით, თურქეთის არმიის ექვს სამხედრო ქურთისტანის მუშათა სეპარატისტული პარტიის ბოევიკებთან ხაკიანის პროვინციაში შეტაკების დროს დაიღუპა.
ტელეკომპანია " NTV " ინფორმაციით, კი სამხედროებს ბოევიკები თავს მაშინ დაესხდნენ, როდესაც სამხედრო ნაწილი ჩუკურდჯაში გადაჰყავდათ. შეტაკების დროს რამდენიმე სამხედრო დაიჭრა.
შემთხვევის ადგილზე არმიის დანაყოფებია გადასროლილი, რომლებსაც ბოევიკების ლიკვიდაციის ბრძანება აქვთ მიღებული.