აშშ სამხრეთ კორეაში ავიამზიდ "ჯორჯ ვაშინგტონს" აგზავნის. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება. "ჯორჯ ვაშინგტონის" მეთაურის განცხადებით, ამით აშშ ალიანსის სიძლიერეს გამოაჩენს და სახმრეთ კორეას დაუმტკიცებს მზადყოფნას დახმრებისათვის.
ავიამზიდთან ერთად კორეის პორტ ბუსანში, ორი ესკადრის ნაღმოსანიც შევა.
ცნობისათვის, 97,000 ტონიანი ავიამზიდი "ჯორჯ ვაშინგტონი" იაპონიაში, იოკუსუკაზეა ბაზირებული.
შეგახსენებთ, რომ ამ რეგიონში ოფიციალურ სეულსა და ფხენიანს შორის ურთიერთობა დაძაბულია. მიზეზი კი ყვითელ ზღვაში ჩაძირული სამხრეთ კორეული ხომალდია, რომელზედაც საერთაშორისო თანამეგობრობა პასუხისმგებლობას ჩრდ. კორეას აკისრებს. ოფიცილური ფხენიანი კი მომხდართან დაკავშირებით ყოველგვარ კავშირს უარყოფს.