უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იური ლუჟკოვის მიერსევასტოპოლთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გმობს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იური ლუჟკოვის სევასტოპოლთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გმობს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვის მერს მოუწოდებს რუსულ-უკრაინულ მეგობრობას ხელი არ შეუშალოს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ლუჟკოვის განცხადებას, სევასტოპოლის სტატუსთან დაკავშირებით დაკავშირებით გაკეთებული განცხადება რუსულ-უკრაინული ურთიერთობების კონსტრუქციულ და კეთილმეზობლურ ატმოსფეროს ეწინააღმდეგება. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და პატივს სცემს ამ ქვეყნის სუვერენიტეტს. უწყება ასევე აცხადებს, რომ ორმხრივი ურთიერთობის საფუძველი მცირე ხნის წინ იმ ხელშეკრულებით გამყარდა, რომელიც სევასტოპოლიში რუსული შავი ზღვის ფლოტის 2042 წლამდე დარჩენას ეხება.
ცნობისათვის უკრაინის საგრეო უწყების გაღიზიანება იური ლუჟკოვის განცხადებამ გამოიწვია - ცოტა ხნის წინ, მოსკოვის მერმა განაცხადა, რომ სევასტოპოლთან დაკავშირებით მას თავისი აზრი არ შეუცვლია და ახლაც მიიჩნევს, რომ სევასტოპოლი რუსეთს უნდა დაუბრუნდეს.
"მე ჩემი აზრი სევასტოპოლთან დაკავშირებით გააზრებულად და საფუძვლიანად გავაკეთე _ არავითარი პოზიციის ცვლილება სევასტოპოლის სტატუსთან დაკავშირებით არ არის და არც იქნება", _ განაცხადა ლუჟკოვმა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული განცხადება მოსკოვის მერმა პირველად 2008 წლის მაისში გააკეთა და განაცხადა, რომ სევასტოპოლი რუსეთია და ის რუსეთს უნდა დაუბრუნდეს. ამის გამო 2008 წლის 12 მაისს უკრაინის უშიშროების სამსახურმა უკრაინაში ლუჟკოვის ჩასვლის უვადოდ აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. მიმდინარე წლის ივნისში კი, მოსკოვის მერს ვკლავ მიეცა ნება უკრაინაში ჩასვლის და აკრძალვა მოეხსნა. ამის შესახებ იური ლუჟკოვს ტელეფონით პირადად უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა აცნობა.