დაზვერვის სამსახური უსაფრთხოების სამსახურს აღარ შეუერთდება - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კანონპროექტის პაკეტიდან აღნიშნული საკითხი მთავრობამ უკან გაიწვია.
"კანონპროექტებისა პაკეტში შედიოდა 112 პროექტი და 12 აქედან გაწვეულია. ერთ-ერთი შეეხება დაზვერვის სამსახურს.
საუბარია იმაზე, რომ დაზვერვის სამსახური უნდა შეერთებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. თუმცა, ამასთან დაკავშირებით შედგა საპარლამენტო კონსულტაციები და ამის შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ იქნას გაწვეული შესაბამისი ნაწილი პაკეტის”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.