საქართველოს პირველი პრეზიდენტის შესახებ გადაღებული ფილმი "ხიბულა" პარიზში აჩვენეს.
რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ნამუშევარი ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის ბოლო დღეებზე მოგვითხრობს.
მხატვრულ ფილმში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას როლს ირანელი მსახიობი ასრულებს.
"ხიბულა" ოვაშვილის ტრილოგიის მესამე ნაწილია, რომლითაც რეჟისორმა 1990-იანი წლების ისტორიაზე მუშაობა დაასრულა.