„მეგან მარკლი, შესაძლოა, ბრიტანულ მონარქიაში ცვლილებების საფუძველი გახდეს“, - ამის შესახებ ლინგვისტმა, პროფესორმა და მემარცხენე აქტივისტმა, მწერალმა ნოამ ჩომსკიმ guardian-ს განუცხადა.
ჩომსკი მეგან მარკლის საყვარელი მწერალია. გასულ ზაფხულს მსახიობმა ჩომსკის წიგნს Who Rules the World თავის ორმილიონიან Instagram გამომწერებთან გაუწია რეკომენდაცია.
აღსანიშნავია, რომ მარკლი პრინც ჰარის სწორედ მაშინ შეხვდა, როცა ანარქისტი, ანტიკაპიტალისტი და ანტიიმპერიალისტი ნოამ ჩომსკის წიგნს კითხულობდა- წერს guardian-ი.
New York Review-ზე დაყრდნობით ჩომსკის წიგნი ერთგვარი მხილებაა ამერიკის ფარისევლური ურთიერთობებისა დანარჩენ სამყაროსთან.
88 წლის ჩომსკიმ Guardian-ს პარასკევს განუცხადა, რომ ქორწინების შესახებ იცოდა, თუმცა მარკლის ინტერესების შესახებ არა.
„სასიამოვნოა ამის მოსმენა, მიზეზთა გამო, ვფიქრობ, მას მონარქიაში ცვლილებების გამოწვევა შეუძლია“, - განაცხადა ჩომსკიმ.
ცნობისთვის, ინგლისის პრინცი ჰარისა და ამერიკელი მსახიობის, მეგან მარკლის წორწილი 2018 წლის გაზაფხულზე გაიმართება.