რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, ავთანდილ იმედაძე ვარაუდობს, რომ გარდაცვლილ მოზარდს ჭრილობები ერთზე მეტმა პირმა მიაყენა. ამის შესახებ მან გადაცემა "პრიორიტეტში" განაცხადა.
"არ მგონია, ეს ჭრილობები ერთი ადამიანის მიერ ყოფილიყო მიყენებული, მაგრამ ეს ექსპერტიზის საქმეა. სხვადასხვა ზომის ჭრილობები იყო, ამიტომ არ მგონია ერთი ადამიანის მიერ და ერთი იარაღით ყოფილიყო ეს მიყენებული", - აცხადებს ავთანდილ იმედაძე.
შეგახსენებთ, რომ 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის დაპირისპირებას ორი არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მკვლელობაში ერთი ბრალდებული სამართალდამცავებმა დღეს დააკავეს, მეორის მიმართ კი სამძებრო სამუშაობი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.