თბილისში 51-ე საჯარო სკოლის 2 მოსწავლე დაჭრეს.
ორივე დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათი მდგომარეობა მძიმეა. ისინი, სავარაუდოდ, მე-11 კლასის მოსწავლეები არიან.
თვითმხილველის თქმით, დაპირისპირებაში 10-15-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.
შელაპარაკება ბავშვებს შორის 51-ე საჯარო სკოლასთან დაიწყო, რის გამოც სავარაუდოდ, მანდატურმა მათ შენიშვნა მისცა, რის შემდეგაც მათ ხორავას #4-ში გადაინაცვლეს და ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.