მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი კვლავ აცხადებს, რომ სევასტოპოლთან დაკავშირებით მას თავისი აზრი არ შეუცვლია და ახლაც მიიჩნევს, რომ სევასტოპოლი რუსეთს უნდა დაუბრუნდეს.
"მე ჩემი აზრი სევასტოპოლთან დაკავშირებით გააზრებულად და საფუძვლიანად გავაკეთე _ არავითარი პოზიციის ცვლილება სევასტოპოლის სტატუსთან დაკავშირებით არ არის და არც იქნება", _ განაცხადა ლუჟკოვმა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული განცხადება მოსკოვის მერმა პირველად 2008 წლის მაისში გააკეთა და განაცხადა, რომ სევასტოპოლი რუსეთია და ის რუსეთს უნდა დაუბრუნდეს. ამის გამო 2008 წლის 12 მაისს უკრაინის უშიშროების სამსახურმა უკრაინაში ლუჟკოვის ჩასვლის უვადოდ აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. მიმდინარე წლის ივნისში კი მოსკოვის მერს ვკლავ მიეცა ნება უკრაინაში ჩასვლის და აკრძალვა მოეხსნა. ამის შესახებ იური ლუჟკოვს ტელეფონით პირადად უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა აცნობა.