აზერბაიჯანის სასამართლომ დღეს თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტის, აფგან მხუთარლის საქმის განხილვა დაიწყო. ადვოკატის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოს ტერიტორიიდან ქართველი სამართალდამცველების დახმარებით გაიტაცეს.
სასამართლოში იმყოფებიან მუხთარლის მხარდამჭერები.
ბრალდება აფგან მუხთარლის საზღვრის უკანონო კვეთას, კონტრაბანდას და მესაზღვრეების დაუმორჩილებლობას ედავება. პროცესს ესწრება ადამიანის უფლებათა სახლის და 42-ე მუხლის წარმომადგენელი, რუსუდან მჭედლიშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოდან ჩავიდა.