ცნობილი მუსიკოსი და მომღერალი ჯეიმს ბლანტი ჩამოვა.
როგორც black pearl live-ის წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ბრიტანელი მომღერლის კონცერტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.
მათი ინფორმაციით, ჯეიმს ბლანტი საქართველოს, ფესტივალის “დამოუკიდებლობის დღე” ფარგლებში ესტუმრება.
მათივე ცნობით, ბილეთების გაყიდვა 11 დეკემბრიდან დაიწყება. ბილეთების ფასი 120-დან 325 ლარამდე იქნება.
ჯეიმს ბლანტთან ერთად სცენაზე ორი ქართული და ერთი აფრიკული ჯგუფი გამოვა. ესენია – Young Georgoan Lolitas და Loudspeakers. ხოლო აფრიკული ჯგუფია The Parlotones.