თბილისში, ბახტრიონის ქუჩის #8–ში, საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა.
ადგილზე ოთხი სახანძრო მანქანა და სამედიცინო ბრიგადებია მობილიზებული.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საგენტოს ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ჩაქრობის სამუშოები.