არგენტინაში მოულოდნელი ყინვების გამო 9 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ტელეკომპანია "ბი-ბი-სი" იუწყება, რომლის ინფორმაციითაც გარდაცვლილების უმეტესობა უსახლკაროები იყვნენ, რომლებიც ბუენოს-აირესში სიცივისგან გაიყინნენ.
ცენტრალურ არგენტინაში ტემპერატურა 0 გრადუსამდეა დაცემული, ხოლო სამხრეთ რაიონებში -14 გრადუსი დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ დაბალი ტემპერატურა არა მხოლოდ არგენტინაში, ასევე ჩილეში, ბრაზილიის სამხრეთით, პერუს ჩრდილოეთით, ურუგვაიში და ბოლივიაში დაფიქსირდა.
არგენტინის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, კი ცივი ჰაერის მასები ქვეყნის ტერიტორიაზე გავცლება კვლავ გაგრძელდება.
მოულოდნელი სიცივეების გამო არგენტინის ხელისუფლებამ ბრაზილიიდან ელექტროენერგიის შემოტანა გაზარდა, რომ მოსახლეობის მოთხოვნილება დააკმაყოფილოს.