ამსგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად ინდოეთში 49 ადამიანია დაღუპული. ადგილზე მუშაობენ მოხალისეები და შემთხვევის ადგილზე საგანგებოდ გაგზავნილი სამხედრო შენაერთების წარმომადგენლები.
წყაროები გარდაცვლილთა შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებენ. არის ცნობები 60 დაღუპულის შესახებაც.
კატარსტორგა კალკუტიდან 200 კილომეტრში მოხდა.
"ამ დროისთვის აღმოჩენილია 49 ცხედარი და ვიმედოვვნებთ, რომ დაღუპულთა რაოდენობა არ გაიზრდება", _ აცხადებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ასზე მეტი ადამიანი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
ინდოეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით ტერორისტული აქტის ვერსია გამოირიცხება, თუმცა დაწყებულია გამოძიება, რომელიც კაფატსროფის მიზეზებს სწავლობს.