ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით დედაქალაქი დამატებით 60 მილიონ ლარს მიიღებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს, ცენტრალურ ხელისუფლებას, ფინანსთა სამინისტროს თანადგომისთვის.
,,ეს თანხები მიმართული იქნება კონკრეტულ პროექტებზე, ეს არის- მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები - როგორც მეტროსადგურების, ასევე ვაგონების განახლება, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია. ჩვენ რაც გვქონდა წინასაარჩევნოდ გაჟღერებული, იმ კონკრეტული პროექტების განხორციელება მოხდება. ძალიან მიხარია. 2018 წელი ჩვენი დედაქალაქისთვის იქნება განსაკუთარებულად განსხვავებული, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე, რადგან ვიწყებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს იყო წარმოდგენილი", - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ თბილისის ბიუჯეტი 2018 წელს დაახლოებით, 880 მილიონ ლარამდე იქნება.