მიმდინარე წლის 24 ნოემბერს აჭარაში, ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, 2017 წლის 27 ნოემბერი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შენობაზე დროშები დაეშვა.
ზუსტად ღამის 12 საათზე დაეშვა დროშები საქართველოს პარლამენტისა და თბილისის მერიის შენობებზე, ასევე თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე.
დროშა დაუშვეს აჭარაში იუნკერების სასაფლაოს ტერიტორიაზეც.
ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა.