ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელი - ივანე გოლაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
დაკრძალვას მისი ოჯახის წევრები, ახლობლები, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრნენ.
მანამდე კი დაღუპული სპეცრაზმელის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს დილიდან ქაშუეთის ეკლესიაში მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, ივანე გოლაშვილი 22 ნოემბერს ბერი გაბრიელის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს გარდაიცვალა.