ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპულ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელს ივანე გოლაშვილს დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
გარდაცვლილს დილით ქაშვეთის ტაძარში გადაასვენებენ, სადაც პანაშვიდი გაიმართება.
გარდაცვლილი სპეცრაზმელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
შეგახსენებთ, სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა. ასევე დაიჭრა ორი სპეცრაზმელი და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი.