საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდთან“ მივიდა.
ილია მეორე დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.
სასტუმროსთან იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები.
ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი, მათ შორის 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის მოქალაქე დაიღუპა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.