თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა.
„მინდა მწუხარება გამოვთქვა ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ მომხდარი ტრაგედიის გამო და მივუსამძიმრო ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ასევე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულებს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი, მათ შორის 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის მოქალაქე დაიღუპა.
უწყების ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.