ბათუმის მერი ლაშა კომახიძე სასტუმრო „ლეოგრანდში“გაჩენილი ხანძრის გამო დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
„გუშინ ჩვენს ქალაქში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულია 10 საქართველოს და 1 უცხო ქვეყნის მოქალაქე. დაშავებულია 20-მდე ადამიანი. შეუძლებელია სიტყვებით გამოიხატოს ტკივილი, რომელიც ყველა ჩვენგანის გულებში ტრიალებს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ბათუმის მერია სრულ თანადგომას უცხადებს დაზარალებულთა ოჯახებს. აქვე მსურს მადლობა გადავუხადო მაშველებს, მეხანძრეებს, ყველას, ვინც უდიდესი რისკის ფასად, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეძლო”, აცხადებს ბათუმის მერი.