ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის დროს სამი მეხანძრე დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლეოგრანდიდან მოქალაქეები ევაკუაცია რთულად მიმდინარეობს. მათივე ცნობით, ლეოგრანდიდან მეხანძრე - მაშველებს მოქალაქეების ევაკუაცია ძლიერი დაკვამლიანების გამო უჭირთ.
"პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი შენობის ზედა სართულზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანებისგამო, მოქალაქეთა ევაკუაცია რთულად მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, არის მსხვერპლი. საავადმყოფოში გადაყვანილი არიან სასტუმროში მყოფი მოქალაქეები და სამი მეხანძრე - მაშველი" , - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდიდან“, სადაც ხანძარია, მოქალაქეების ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებს საავადმყოფოებში გადაყავთ.
ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის 10-ზე მეტი ადამიანია დაშავებული. მისივე თქმით, დაზუსტებული ინფორმაციით, 4 ადამიანია გარდაცვლილი.