ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდიდან“, სადაც ხანძარია, მოქალაქეების ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებს საავადმყოფოებში გადაყავთ.
ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის 10-ზე მეტი ადამიანია დაშავებული. მისივე თქმით, დაზუსტებული ინფორმაციით, 4 ადამიანია გარდაცვლილი.
თვითმხილველების განცხადებით, სპაცენტრში, სადაც დაახლოებით, ორი საათის წინ ხანძარი გაჩნდა, 50 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან სამმა დარეკა, რომ საპირფარეშოდან გამოსვლას ვერ ახერხებდა, მოგვიანებით კი, მათთან კავშირი გაწყდა. სპაცენტრში, სადაც ცეცხლი გაჩნდა, „მის საქართველოს“ კონკურსანტებიც იმყოფებოდნენ.
მერიის და ტურიზმის დეპარტამენტის სამსახურები ლეოგრანდის მობინადრეებს სხვადასხვა სასტუმროებში ანაწილებენ.