ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ინფორმაცია "აჭარის ტელევიზიას" სასწრაფო დახმარების სამსახურში დაუდასტურეს.
ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია და გარდაცვლილების გადმოსვენება.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.
შეგახსენებთ, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარია.
სასტუმროდან მოქალაქეები ამწეთი ჩამოყავთ.