ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდიდან“, სადაც ხანძარია, მოქალაქეების ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება.
სპაცენტრში, სადაც ცეცხლი გაჩნდა, „მის საქართველოს“ კონკურსანტები იმყოფებოდნენ. ისინი შენობიდან ამწეთი ჩამოიყვანეს.
სასტუმროდან სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა რამდენიმე დაშავებულიც გაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, სასტუმროში, სავარაუდოდ, სამ ადამიანთან კავშირი ვერ მყარდება.
სპაცენტრში 50 ადამიანი იმყოფებოდა, სამმა მათგანმა დარეკა, რომ საპირფარეშოდან გამოსვლას ვერ ახერხებდა, მოგვიანებით კი, მათთან კავშირი გაწყდა.