„დიდუბის“ მეტროსადგურში ახალგაზრდა მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა. თვითმხილველები კი აცხადებენ, რომ მამაკაცი ლიანდაგებში ჩახტა, მას მატარებელი დაეჯახა, რის შედეგადაც მან სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო.
„შსს-ს მაშველების მიერ ახალგაზრდა მამაკაცი რელსებიდან უკვე ამოყვანილია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა სამკურნალო დაწესებულებაში”, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.