თბილისში, ვახუშტის ხიდის მახლობლად მდებარე რესტორან “თაღლაურაში” ხანძარია.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები.
არსებული ინფორმაციით, რესტორნიდან სტუმრების ევაკუაცია უკვე განხორციელდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.