ამერიკის შეერთებული შტატები ყირგიზეთს რესპუბლიკას სტაბილურობის აღდგენაში დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ჯეიმს სტეინბერგმა განაცხადა.
"ყირგიზეთში ვითარება რთულია და არსებობს რისკები, მაგრამ არსებობს იმედი, რომ ყირგიზეთი მეგობარი და სხვა ქვეყნების დახმარებით, კერძოდ კი აშშ-ს დახმარებით შესძლებს სტაბილურობის დამყარებას", - განაცხადა ბიშკეკში ჟურნალისტებთან საუბრის დროს აშშ-ს სახელმწიფო მდივანის მოადგილემ.
ამასთან, სტეინბერგის განაცხადებით, მან ყირგიზეთის პრეზიდენტ როზა ოტუმბაევასთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ამერიკის ხელისუფლება მათ დემოკრატიის მშენებლობაში დაეხმარება.
"აშშ-ს ხელისუფლება მზადაა ყირგიზეთს ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს. ჩვენი უახლოესი მიზანია დახმარების აღმოჩენა, რომ ზამთარში ხალხმა საკუთარ სახლებში დაბრუნება შესძლონ", - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.