ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს სახელმწიფო ხაზინისთვის 219 ათასი დოლარის გადახდა დაეკისრა. შესაბამისი გადაწყვეტილება ფედერალურმა საარჩევნო კომისიამ (FEC) მიიღო. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
აღნიშნული დავალიანება ჯოზეფ ბაიდენის 2008 წლის დროინდელი წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდება, როდესაც ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ცდილობდა. ბაიდენის პრესსპიკერის განცხადებით, FEC ვიცე-პრეზიდენტს გაუგებარ ბუღალტრულ ჩანაწერებს და სხვა კანონდარღვევებს ედავება, მათ შორის: ბაიდენის პირადი თვითმფრინავით მგზავრობას და რამდენიმე გადაუხდელ ჩეკს.