ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის სამმართველო (Civil Aviation Authority, CAA) სასწრაფო ზომებს იღებს, რათა თურქეთიდან და საბერძნეთიდან გამოყვანოს ბრიტანელი ტურისტები, რომლებიც ამ ქვეყნებში ნაციონალური ტუროპერატორის Goldtrail -ის გაკოტრების გამო ჩარჩნენ.
Goldtrail -მა დროებითი ადმინისტრაციის მართვის ქვეშ გადასვლის შესახებ პარასკევს განაცხადა, როდესაც მას თურქეთა და საბერძნეთში 16 ათასი დამსვენებელი ჰყავდა გადაყვანილი.
Goldtrail -ის ყველა ტურისტი სამშაბათამდე გადმოყვანილი იქნება ბრიტანეთში", _ აცხადებენ ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოში.
Goldtrail -ში შეძენილი ავიაბილეთები, რომლითაც ტურისტები დიდი ბრიტანეთიდან აპირებდნენ გამგზავრებას სხვადასხვა ქვეყნებში გაუქმებულია. სულ კომპანიის გაკოტრება 50 ათას ადამიანს შეეხო.