დღეს, 18 ივლისს, ნელსონ მანდელას დაბადების დღეს "ნელსონ მანდელას საერთაშორისო დღე" აღინიშნება, ასეთი გადაწყვეტილბა ერთხმად მიიღო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ.
აღნიშნული გადაწყვეტილებით საერთაშორისო საზოგადოებამ დააფასა ნობელის პრემიის ლაურეატის, თავისუფლებისათვის მებრძოლი ნელსონ მანდელას უდიდესი წვლილი მშვიდობისა და თავისუფლების განმტკიცების საქმეში.
მანდელას დღეს 92 წელი უსრულდება. მან პოლიტიკური პატიმრის სტატუსით კეიპტაუნის ციხეში 27 წელი გაატარა. გათავისუფლების შემდეგ 1990 წელს ის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელიც დემოკრატიული არჩევნების გზით აირჩა. პრეზიდენტის თანამდებობაზე იგი მეორე ვადითაც აირჩიეს და 1999 წელს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მან თანამდებობა დატოვა.
გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის განცხადებით, ნელსონ მანდელა არის გაერთიანებული ერების უმაღლესი ფასეულობების ცოცხალი განსახიერება.