ანკარამ მიიღო გადაწყვეტილება დროებით გახსნას საზღვარი სომხეთთან. ეს განცხადება დღეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ბურაკ ოზუგერგინმა გააკეთა.
თურქული მედიის ინფორმაციით, სომხეთ-თურქეთის სახმელეთო საზღვარი გაიხსნება მძიმე ტექნიკისათვის, რომელიც სომხეთში სექტემბერში ნატოს სწავლებებისათვისაა საჭირო.
11 დან 17 სექტემბრამდე სომხეთში კატასტროფებზე რეაგირების კოორდინაციის ევროატლანტიკური ცენტრის სწავლებები ჩატარდება.
"სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნისათვის საჭირო ღონისძიებები კი მხოლოდ სწავლებების ჩატარების გამო ტარდება. ეს საზღვრის დროებითი გახსნაა", _ აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.