მოსკოვისთვის პრიორიტეტულია ურთიერთობა ვაშინგტონთან და დასავლეთთან, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან და მხოლოდ ამის შემდეგ დსეთეს სახელმწიფოებთან. ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომა განაცხადა. მისი თქმით, ამ გარემოებების გათვალისწინებით აშკარაა, რომ მოსკოვს არ სჭირდება საბაზო კავშირი.
მისი თქმით, საბაჟო კავშირის შექმნა რუსეთის პრეზიდენტს დასავლეთის დასაშანტაჟებლად სჭირდებოდა, როგორც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებიაზე უარის საპირწონე არგუმენტი, რაც მას თავდ მედვედევმა დაუდასტურა.
"მე სულ უფრო ვრწმუნდები, რომ რუსეთი თავის პოლიტიკას აგებს არა მხოლოდ თავისი ახლო, არამედ შორი პარტნიორების დასაშინებლად. აი, ჩვენ გაჩვენებთ სეირს. იცით, მსოფლიო შეიცვალა და ვერავინ ვერავის ვერაფერს აჩვენებს", - განაცხადა ბელორუსის პრეზიდენტმა.
რუსეთში ანტიბელორუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებით ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ "მოვა დრო და ჩვენ რუს ადამიანს ვეტყვით რაც ხდება თუ ის ვერ მიხვდება თავად"