ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 82-ე შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად ის მნიშვნელოვანი ინციდენტები განიხილეს, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, საოკუპაციო ზოლსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დაფიქსირდა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცხინვალის ე.წ. ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლების და ოკუპირებული ახალგორის მკვიდრის, დავით ბაშარულის საქმის გამჭირვალედ გამოძიების აუცილებლობის საკითხებს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესის გაგრძელების და მის შედეგად შექმნილი პრობლემების საკითხს.ასევე მონაწილეებმა ისაუბრეს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების კონკრეტულ საქმეებზე.
IPRM-ის მორიგი შეხვედრა მიმდინარე წლის 19 დეკემბერს გაიმართება.