აშშ-ს ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა კომპანია Telogy International -ს და მის ბელგიურ პარტნიორს, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან აკრძალული ბირთვული ტექნოლოგიების ისრაელის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისათვის მიყიდვაში.
მეცნიერებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტის _ ISIS მოხსენების თანახმად, კომპანიამ ინდოეთს მიჰყიდა ოსცილოგრაფები, რომლის მიწოდება შეზღუდულია იმის გამო, რომ ის ბირთვული იარაღის შესაქმნელად გამოყენება.
ასევე კალიფორნიულმა კომპანიამ 23 ოსცილოგრაფი გააგზავნა ბელგიაში, საიდანაც 22 აპარატის რეექსპორტი ისრაელში განხორციელდა.
არსებუული ინფორმაციის მიხედვით თელოგყ-ს გადაწყვეტილი ქონდა სპეკტრული ანალიზის მოწყობილობის ჩინეთისთვის მიყიდვა, შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული იყო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან დაკავშირებითაც.
მეცნიერებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტის მოხსენების მიხედვით, ისრაელი და ინდოეთი იძენენ ორმაგი გამოყენების მოწყობილობებს, რომელთა ექსპლუატაცია შესაძლებელია როგორც სამოქალაქო ასევე სამხედრო სფეროში და მათი ქმედებები არაფერით არ არის "ირანის ან ჩრდილოეთ კორეის ქმედებებზე უკეთესი".
ინსტიტუტი მოუწოდებს აშშ-ს ხელისუფლებას გაატაროს ამ ქვეყნების მიმართ ქმედებები, რათა აღიკვთოს ექსპორტის წესების დაღვევის ფაქტები.
მოხსენებაში გასაკუთრებითაა გამახვილებული ყურადღება ისრაელის ქმედებეზე და აშშ-ს ხელისუფლების წინაშე დასმულია საკითხი ისრაელის თვითნებობის შეჩერების აუცილებლობის შესახებ.
რაც შეეხება კომპანია Telogy International -ს, ამერიკის ხელისუფლებამ აღნიშნული ქმედებების გამო მას სანქციები დაუწესა.
მასალის გამოყენების პირობები